6 წლის გოგო პრინცესების წვეულებაზე ჰოთ-დოგის ფორმით მივიდა

6 წლის ბავშვმა, რომელიც პრინცესების შეკრებაზე დაპატიჟეს, ძალიან თამამი გადაწყვეტილება მიიღო და წვეულებაზე ჰოთ-დოგის ფორმით გამოცხადდა. 

გოგო ჩრდილოეთ კაროლინაში ცხოვრობს და სკოლაში, ცეკვის წრეზე დადის. პრინცესის კაბის ჩაცმა კი სწორედ ცეკვის მასწავლებელმა დაავალა. 

 

მასწავლებელიცა და სხვა ბავშვებიც განცვიფრებული იყვნენ პატარა აინისლის არჩევანით.

“ჩვენ ყველას გვჭირდება ვინმე, ვინც გვეტყვის: იყავი, ის ვინც ხარ! და ძალიან მაგარია, როდესაც პატარა გოგო, თავისი საყვარელი ჰოთ-დოგის ფორმით, სწორედ ამას აკეთებს”, — ამბობს სკოლის დირექტორი.