ტრეილერი: ენ ჰეთეუეი ახალ სერიალში გვიჩვენებს, როგორია სიყვარული თანამედროვე სამყაროში

18 ოქტომბერს ამაზონზე სერიალის Modern Love პრემიერა შედგება. ახალ შოუში მთავარ როლებს ენ ჰეთეუეი, ტინა ფეი, ჯულია გარნერი, დევ პატელი და კეტრინ კინერი ასრულებენ. 

როგორც ცნობილია შოუს პირველ სეზონში მხოლოდ რვა სერია იქნება, თითოეულის ქრონომეტრაჟი კი 30 წუთია.

სერიალის სიუჟეტი ნიუ-იორკ თაიმსის ერთ-ერთ სტატიას ეფუძნება და თანამედროვე სამყაროში ადამიანების ურთიერთობაზე, მეგობრობასა და იმედგაცრუებაზე მოგვითხრობს.