ძიუდოისტი ეთერ ლიპარტელიანი ევროპის ჩეპიონი გახდა

ქართველი სპორტსმენი, ეთერ ლიპარტელიანი ფინეთის ქალაქ ვანტააში ძიუდოში ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატზე ოქროს მედლის მფლობელი გახდა. 

ქართველმა ძიუდოისტმა მეოთხედფინალში, ჰოლანდიელ პლეუნ კორნელი დაამარცხა, ნახევარფინალში კი გერმანელ სეიხა ბალჰაუსს მოუგო და გადამწყვეტ შეხვედრაში იტალიელი სილვია პელიტელი დამაჯერებლად, ორი ვაზარით დაამარცხა.

გარდა იმისა, რომ ლიპარტელიანი ევროპის ჩემპიონი გახდა, ის პირველი ქართველი ქალი ძიუდოისტია, რომელმაც ახალგაზრდებს შორის ოქროს მედალი მოიპოვა.