5 რჩევა მშობლებს: როგორ ვასწავლოთ ბავშვს ბულინგისგან თავდაცვა?

16 სექტემბერს სწავლა იწყება. ოჯახებში კი სასწავლო წლის პირველი დღისთვის მზადება მიდის. ზოგი წიგნების შეძენითაა დაკავებული, ზოგი პირველი დღისთვის ტანსაცმელს, ზოგიც კი საკანცელარიო მაღაზიებში შვილისთვის საჭირო ნივთებს არჩევს. 

დღესდღეობით სკოლაში ერთ-ერთ ყველაზე დიდ პრობლემას ბულინგი წარმოადგენს, რომელსაც განსხვავებული ფორმები აქვს: ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ონლაინ და ვერბალური.

Anti Bullying Sticker Pack for Snapchat bullying bully icons character stickers snapchat illustration hand lettering custom type
by Lilla Bardenova

რა უნდა ასწავლოს/ურჩიოს მშობელმა შვილს, რომ მან ბულინგისგან საკუთარი თავისა და სხვების დაცვა შეძლოს? 

1. ჩარევა მნიშვნელოვანია

ასწავლეთ ბავშვს, რომ თუ ის ხედავს თუ როგორ ჩაგრევენ მის მეგობარს, კლასელსა, ან სრულიად უცხო ადამიანს, მნიშვნელოვანია ამ ყველაფერში ჩარევა.

ჩარევა შესაძლოა იყოს ორგვარი. შესაძლოა ბავშვმა ვერბალურად სცადოს ბულინგის შეჩერება, ან უბრალოდ სტრესულ გარემოს მოარიდოს მეგობარი და მხარდაჭერა მასთან დროის გატარებით, გასეირნებით გამოხატოს. 

Anti bullying bullying therapy help schools kids groups
by Madelein Araya

2. საჭიროა მხარდაჭერა და კომფორტის ზონის შექმნა

ბავშვმა შესაძლოა ვერ მოახერხოს ბულერის მოგერიება და მეგობრისთვის ამ ცუდი გამოცდილების თავიდან არიდება, თუმცა მას შეუძლია პატარა კომფორტის ზონა შეუქმნას ბულინგის მსხვერპლს, გამოხატოს მხარდაჭერა, აუხსნას მას, რომ ის ასეთ მოპყრობას არ იმსახურებს და ა.შ

bullying bullying sad illustration transparencies print vector
by Boris zaytsev

3. ბულინგის ინციდენტი არ უნდა დაიმალოს

ბავშვებს აუცილებლად უნდა ავუხსნათ, რომ მნიშვნელოვანია სირცხვილის გრძნობის, შიშის გადალახვა და ცუდი გამოცდილებების მშობლებისთვის, მასწავლებლებისთვის, ზრდასრულებისთვის გაზიარება. 

The Key Support human inside documents heart clock time conversation head eye pink school illustration outline leader teacher pupils curriculum abstract education vector
by Iryna Korshak for Netguru

4. მიეცით შვილს მაგალითი

ერთია, თუ რას ვეუბნებით ბავშვს და მეორეა, თუ რა მაგალითს იღებს ის გარშემომყოფებისგან. ემპათიის გამომუშავება მნიშვნელოვანია მცირე ასაკიდანვე, ამიტომ საჭიროა ამ თემის ირგვლივ ბევრი ლაპარაკი, მაგალითების მიცემით ბავშვის დამოკიდებულების და მისი ემპათიურობის დონის გაგება, მისთვის ყველა საჭირო დეტალის მარტივად და გასაგებად ახსნა. 

Family Time cat dad baby toddler toys family light plants illustration character vector man fireart studio fireart
by Magda for Fireart Studio

5. ბავშვებს თქვენი მხარდაჭერის იმედი ყველა სიტუაციაში უნდა ჰქონდეთ

ხშირად ბავშვები მშობლებისა და ზოგადად ზრდასრულებისგან მტკივნეულ გამოცდილებებსა და ინციდენტებს სწორედ სირცხვილის, შიშისა და უნდობლობის მიზეზით მალავენ. ისინი ფიქრობენ, რომ მათ მონაყოლს არავინ დაიჯერებს, რომ თავად გახდებიან დასჯის ობიექტები და საჭირო მხარდაჭერას მშობლებისა და ახლობლებისგან ვერ მიიღებენ. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ბავშვებს თქვენი მხარდაჭერისა და გვერდში დგომის იმედი ნებისმიერ სიტუაციაში ჰქონდეთ. 

Bike along the Rhône ! water travel family bike lyon
by Maite Franchi