ფელისიტი ჰოფმენს პატიმრობა მიუსაჯეს

სასოწარკვეთილი დიასახლისების ვარსკვლავ ფელისიტი ჰოფმანს სასამართლოს გადაწყვეტილებით 14-დღიანი პატიმრობა მიესაჯა.  გარდა ამისა, მსახიობს მოუწევს $30 ათასიანი ჯარიმა გადაიხადოს და 250 საათის განმავლობაში საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომაში ჩაერთოს. 

“ცდილობდე იყო კარგი დედა, არ ნიშნავს რომ მსგავსი დანაშაული გეპატიება. შეგიძლიათ ახალი ცხოვრება მხოლოდ ამ სასჯელის მოხდის შემდეგ დაიწყოთ”, — უთხრა მოსამართლემ მსახიობს სასჯელის გამოცხადების შემდეგ. 

თავის საბოლოო სიტყვით გამოსვლის დროს კი ოსკარის ნომინანტმა მსახიობმა კიდევ ერთხელ მოუხადა საზოგადოებას ბოდიში და თქვა, რომ ძალიან განიცდის იმას, რაც ჩაიდინა. 

შეგახსენებთ, რომ მასაჩუსეტსის პროკურატურამ ჰოფმანსა სხვა 50 ადამიანთან ერთად ბრალი პრესტიჟული სასწავლებლების თანამშრომლებისთვის ქრთამის მიცემის საქმეზე წაუყენა.

ბრალდებულები რეიტინგული სკოლებისა და კოლეჯის თანამშრომლებს ქრთამის სახით რამდენიმე ათასს უხდიდნენ, საბოლოოდ კი მათი შვილების ტესტირების შედეგები სწორდებოდა და ჩარიცხვის დასტურიც მოსდიოდათ.

პროკურატურის ცნობით, სქემა 2011 წლიდან მუშაობდა და მასში ცნობილი მსახიობები, დიზაინერები, ბიზნესმენები და სხვა გავლენიანი პირების ბრალეულობა იკვეთება. რაც შეეხება ფელისიტის, გამოძიების ინფორმაციით, მან $15 ათასი გადაიხადა იმისთვის, რომ მისი შვილის შედეგები გასწორებულიყო.