დემნა გვასალია Vetements-ს ტოვებს

დემნა გვასალია თავისივე მოდის ბრენდს Vetements ტოვებს. ინფორმაციას ამის შესახებ მოდის გამოცემა WWD ავრცელებს. 

მართალია დემნა მიდის, თუმცა ამავე ბრენდში რჩება მისი ძმა ვეტმოს თანადამაარსებელი გურამ გვასალია.

“ვეტმოს შექმნაში ყოველთვის იყო ჩართული კრეატიული ადამიანების გუნდი. ჩვენ ვაგრძელებთ საზღვრების გაფართოებას და კვლავინდებურად ვცემთ პატივს ამ ბრენდს. მხარს დავუჭერთ გულწრფელ, შემოქმედებით და გენიოს ტალანტს. ის, რასაც დემნამ ბოლო რამდენიმე წელში მიაღწია, ვეტმოს ისტორიის ძირითადი ეპოქაა. ჩვენ მადლიერები ვართ, რომ დემნამ მისი განვითარების სისწრაფეში თავისი წვლილი ჩადო. მისი ხედვა და ნიჭი ვეტმოს წარმატებაში განმსაზღვრელი იყო”, — ამბობს გურამ გვასალია, 

WWD-ის ინფორმაციით დემნა ბალენსიაგაში მუშობას აგრძელებს და დამატებით ახალი სივრცეების გახსნასაც აპირებს. 

ბრენდის დატოვებასთან დაკავშირებით დემნამ დამატებითი განმარტებების გაკეთება არ ისურვა.