დღეს 16 სექტემბერია, რაც იმას ნიშნავს რომ საქართველოს სკოლების უმეტესობაში სწავლა ოფიციალურად დაიწყო.
სწორედ დღეს დაირეკება პირველი ზარი რამდენიმე ათასი მოსწავლისთვის და გრძელ, დამღლელ, თუმცა საინტერესო 12-წლიან გზას ისინი სკოლის მერხთან შემომჯდარი გაატარებენ.
აჭარის ტელევიზიამ შუახევში, სოფელ გომარდულში გადაღებული ფოტო გაავრცელა, სადაც ჩანს, რომ ყვითელ კედებში გამოწყობილი პირველკლასელი, მამას ზურგით მიჰყავს.
“ნაწვიმარზე გზა ატალახებულია, ამიტომ ყვითელ კედებში გამოწყობილი პირველკლასელი გოგონა, მამას ზურგით მიჰყავს”, — წერია აჭარის ტელევიზიის მიერ გავრცელებულ სტატიაში.