ბათუმის საავტორო ფილმების მე-14 საერთაშორისო კინოფესტივალის მოწვევით საქართველოს ოსკარის ნომინანტი სცენარისტი და რეჟისორი პოლ შრედერი ესტუმრება.
ამერიკელი სცენარისტი და რეჟისორი მუშაობდა ისეთ ტიტულოვან რეჟისორებთან, როგორებიც არიან მარტინ სკორსეზე, ბრაიან დე პალმა და მრავალი სხვა.
სწორედ შრედერია ისეთი ფილმების სცენარის ავტორი, როგორებიც არის Taxi Driver, Rolling Thunder, Rolling The Last Temptation of Christ, First Reformed და ა.შ.
ბათუმის კინოფესტივალი 15 სექტემბერს დაიწყო და 22 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება.