ტორონტოს კინოფესტივალის მთავარი პრიზი Jojo Rabbit-მა მიიღო

რეჟისორ ტაიკა ვაიტიტის სატირულმა კომედიამ Jojo Rabbit ტორონტოს საერთშორისო კინოფესტივალის მთავარი, მაყურებლის პრიზი დაიმსახურა. 

გამომდიანრე იქიდან, რომ ტორონტოს კინოფესტივალი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენაა და ხშირად აქ გამარჯვებული ფილმები ოსკარის არაერთ ნომინაციაში იმარჯვებენ, შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ ვაიტიტის ფილმი ამ ჯილდოს მიღების შემდეგ ოფიციალურად ჩაერთო საოსკარე ორთაბრძოლაში. 

ფილმში მთავარ როლებს სკარლეტ იოჰანსონი, სემ როკველი და ალფი ალენი ასრულებენ. 

კინოსურათის სიუჟეტი 10 წლის ბიჭის ჯოჯოს გარშემო ვითარდება, რომელსაც წარმოსახვით მეგობრად ადოლფ ჰიტლერი ჰყავს. თუმცა, ყველაეფრი მას შემდეგ იცვლება, როდესაც გაიგებს, რომ მისი დედა სახლის სხვენში  ებრაელ გოგოს მალავს.