სოფი მდივნიშვილი 23 წლის ფოტოგრაფია საქართველოდან. უნივერსიტეტში ინგლისური ფილოლოგიის განხრით სწავლობდა, ფირის ფოტოგრაფიით კი სამი წლის წინ დაინტერესდა. როგორც თავად ამბობს, ფოტოგრაფიასთან მანამდე არასდროს ჰქონია შეხება.
“დღემდე თეორიულად არაფერი ვიცი, მთავარი ინტერესი მაინც ფირმა გამოიწვია, ყოველი ახალი ფირი, ახალი ამაღელვებელი წუთია, მოუთმენლად რომ ელოდები რა აღბეჭდე ფირზე. ყველაზე მთავარი ისაა, რომ ფირი გასწავლის აზროვნებას, რადგანაც შეზღუდული ხარ, დიდხანს გიწევს იმაზე ფიქრი რამდენად პრიორიტეტულია ესა თუ ის კადრი, ან როგორ სჯობს გადაღება.” – ამბობს სოფი.
როგორც სხვა ბევრ პოსტ-საბჭოთა ქვეყანაში, საქართველოში კვლავაც მიუღებელია სიშიშვლე და მას საზოგადოება არ აღიქვამს ხელოვნებად. სოფის ნამუშევრებში კი მრავლად ნახავთ შიშველ სხეულებს და თამამ კადრებს ქალებისა და გოგოების მონაწილეობით.
“სამომავლოდ მინდა ჩემს ნუდ სერიის ფოტოებს თავი მოვუყარო ერთ წიგნში, რომლის ტექსტზეც ვმუშაობ ახლა, ამავე დროს ვთანამშრომლობ ჟურნალთან სადაც სოციალურ თემებზე მიწევს მუშაობა.”
მისი თქმით, დიდი ხანია, რაც მოდის ინდუსტრიაში უნდა ფეხი შედგას. წელს კი მოახერხა და ქართველი დიზაინერი გიორგი ქებურიასთვის იღებს.
“ახლა მედიუმ ფორმატის კამერით ვიღებ, ამ ფორმატში უფრო ვიპოვე ჩემი თავი.”
როგორც თავად ამბობს, სურს ადამიანებმა სხეული სექსუალობის მიღმაც დაინახონ.