სოფი ტერნერი GOT-ის შემდეგ ეკრანს ახალი სერიალით უბრუნდება

სამეფო კარის თამაშების ვარსკვლავი, სანსა სტარკის როლის შემსრულებელი სოფი ტერნერი ეკრანს ახალი სერიალით უბრუნდება.

GOT-ის შემდეგ ეს იქნება პირველი სატელევიზიო შოუ რომელშიც ტერნერი გამოჩნდება. 

სანსა სტარკის როლის შემსრულებელი ამჯერად მსახიობ კორი ჰოუკინსთან ერთად სტრიმინგ-არხ Quibi-ს თრილერში Survive გამოჩნდება. 

სერიალის სცენარი ალექს მორელის რომანის მიხედვით შეიქმნება და ავიაკატასტროფის შედეგად გადარჩენილი ორი მგზავრის შესახებ მოგვითხრობს. 

ამ ეტაპზე უცნობია, როდის დაიწყება სერიალის გადაღებები.