შვედეთში And Then We Danced-ის შეფასება კანის გამარჯვებულ The Square-ს გაუთანაბრდა

შვედეთის კინოინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, ლევან აკინის ფილმი And Then We Danced შვედეთში გადაღებულ ფილმებს შორის კრიტიკოსების მხრიდან ერთ-ერთი ყველაზე დადებითად შეფასებული სურათია. 

ამ ეტაპზე ფილმის საშუალო შეფასება 4,08 ქულაა, ამ მონაცემით კი ის უთანაბრდება რუბენ ოსტლუნდის ოქროს პალმის რტოს მფლობელ ფილმს The Square. 

რაც შეეხება 2019 წელს, აკინის დრამა შვედეთში ლიდერი სურათია და წელს გამოსულ ყველა შვედურ ფილმს უსწრებს. 

კინოინსტიტუტის მონაცემებით, And Then We Danced ამ მონაცემებით 2007 წლის შემდეგ გადაღებულ შვედურ ფილმებს შორის ერთ-ერთი მოწინავეა. 

შეგახსენებთ, რომ 2020 წლის ოსკარზე შვედეთის სახელით უცხოენოვანი ფილმის ნომინაციაზე მოსახვედრად სწორედ ლევან აკინის დრამა იბრძოლებს.