შინდისის გმირებზე გადაღებული ფილმის პრემიერა 27 სექტემბრს შედგება

2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული შინდისის გმირების შესახებ გადაღებული დიტო ცინცაძის ფილმი “შინდისი” საქართველოს კინოთეატრებში 27 სექტემბრიდან გამოჩნდება. 

შეგახსენებთ, რომ სწორედ ეს ფილმი გაგზავნა საქართველომ 2020 წლის ოსკარზე უცხოენოვანი ფილმის ნომინაციაზე მოსახვედრად. 

ფილმის სიუჟტი სოფელ შინდისთან რუსეთის სამხედრო ნაწილთან ბრძოლაში გმირულად დაღუპულ მეორე ქვეითი ბრიგადის ოცეულს ეძღვნება.

ფილმში მთავარ როლებს გოგა პიპინაშვილი, დათო ბახტაძე და სხვა მსახიობები ასრულებენ.