ერთი პოლ რუდი არ გყოფნით? — ნეტფლიქსის ახალ სერიალში ორი იქნება

ჩვენი დროის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მსახიობი პოლ რუდი სულ მალე ნეტფლიქსის ახალ სერიალში გამოჩნდება. 

Living with Yourself  – ასე ჰქვია სტრიმინგ-სერვისის ახალ შოუს, რომელშიც მთავარ როლებს პოლ რუდი და პოლ რუდი ასრულებენ. დიახ, არ მოგეჩვენათ, სერიალში მარველის სუპერგმირი ორ წამყვან როლს შეასრულებს და საკუთარი თავის მეტოქე იქნება. 

სერიალის სიუჟეტის მიხედვით, რუდის პერსონაჟი მაილს ელიოტი ერთფეროვანი სამსახურისგან დაღლილი, მარტოსული და მოწყენილი ადამიანია. ერთ დღესაც ის სპეციალურ სპა-სალონში მიდის, სადაც პირობას აძლევენ, რომ აქ ვიზიტის შემდეგ ის თავისი თავის საუკეთესო ვერსიად გადაიქცევენ.

სალონიდან გამოსული მაილსი ნამდვილად სხვა პიროვნებაა, თუმცა ერთ დღესაც აღმოაჩენს რომ არსებობს მეორე მაილსიც, თავად ის კი კლონია.

აი, სწორედ აქ იწყება სერიალის მთავარი დრამა — ამ ცხოვრებაში ადგილი მხოლოდ ერთი მათგანისთვის არის. 

სერიალის პრემიერა ნეტფლიქსზე 18 ოქტომბერს შედგება.