ფერიდე ნიჟარაძე — გაიცანით პირველი მოსამართლე ქალი საქართველოში

ფერიდე ნიჟარაძე პირველი მოსამართლე ქალია საქართველოში. ის აჭარის უმაღლესი სასამართლოს წევრი 1934 წლიდან იყო.

ფერიდე ნიჟარაძე ერთ-ერთი პირველი ქალი იყო, ვინც სარწმუნოებრივი შეზღუდვებისა თუ იმ დროინდელ საზოგადოებაში არსებული  სტერეოტიპების მიუხედავად, ქალების ე.წ. კარჩაკეტილობის სტიგმა დაარღვია და აქტიურ საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩაერთო. 

ფერიდე ქალთა უფლებების აქტიური დამცველი და ჩადრის ახსნის ინიცატორი იყო. ის იბრძოდა განათლების, რწმენისა და ოჯახში თანასწორობისთვის. 

საქართველოში ქალთა უფლებებისთვის ბრძოლა ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო, როდესაც მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებში ქალებისთვის არჩევნებში ხმის მიცემის უფლებებზე საუბარიც არ იყო.