ინდონეზიის ხელისუფლება ქორწინებამდე სექსის აკრძალვას აპირებს

Reuters-ის ინფორმაციით ინდონეზიის ხელისუფლება კანონში შესატან ახალ ცვლილებას ამზადებს, რომლის მიხედვითაც მოქალაქეებს შესაძლოა ქორწილამდე სექსი აეკრძალოთ. 

აღნიშნული ცვლილების დაანონსების შემდეგ ქვეყანაში მალევე გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებმაც ხელისუფლების ეს ნაბიჯი გააპროტესტეს და თავისუფლების შეზღუდვად შერაცხეს. 

მათი თქმით, იმ შემთხვევაში თუ ხელისუფლება საბოლოოდ მიიღებს ამ კანონს, ქვეყანაში განუკითხაობა დაიწყება და სადამსჯელო სკამზე მილიონობით ადამიანი სრულიად უმიზეზოდ აღმოჩნდება. 

მიუხედავად იმისა, რომ ინდონეზია ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ქვეყანაა მუსლიმურ სამყაროში და იქ ერთდროულად არაერთი რელიგური მიმდინარეობის ადამიანი ცხოვრობს, ქვეყანაში ბოლო რამდენიმე წელია კონსერვატორი ისლამისტების აქტივობა განსაკუთრებით მზარდია. 

იმ შემთხვევაში თუ კანონპროექტი ძალაში შევა, წყვილებს, რომლებიც ოფიციალურ ქორწინებაში არ არიან, თუმცა ცოლ-ქმრის მსგავსად ერთად ცხოვრობენ, ექვსთვიანი პატიმრობა დაემუქრებათ ან ჯარიმის სახით $10 მილიონი რუპიის (710 დოლარი) გადახდა მოუწევთ. 

აღნიშნული კანონის განხილვას ინდონეზიის პარლამენტი მომდევნო კვირაში აპირებს, თუმცა დიდი ალბათობით მათ ამის გაკეთება ხალხმრავალი საპროტესტო აქციის ფონზე მოუწევთ.