„მომავალში ყველა გახდება მსოფლიოში ცნობილი, თუნდაც 15 წუთით”
ენდი უორჰოლი ამერიკელი მხატვარი, ავანგარდისტი კინოხელოვანი და მწერალი იყო. მისი სავაჭრო პროდუქტების შეფუთვების გაფორმება, ყოველდღიური ობიექტებისა და XX საუკუნის პოპულარული ვარსკვლავების სტილიზებული პორტრეტები რევოლუციური იყო ხელოვნებში.
დღეს მისი ყველაზე ცნობილი ნამუშევრებისა და მათი შექმნის უცნობ დეტალებს მოგიყვებით.
BANANA
1965 წლიდან უორჰოლი ჯგუფთან The Velvet Underground თანამშრომლობდა. მის მიერ შექმნილი ბანანის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პრინტი კი ჯგუფის სადებიუტო ალბომის The Velvet Underground & Nico ყდისთვის შეიქმნა.
COCA-COLA
კოკა-კოლის ეს ცნობილი პრინტი უორჰოლმა 1962 წელს შექმნა. ნახატი 57.2 მილიონ დოლარად გაიყიდა. ეს ხელოვანის ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული ნამუშევარია.
MAO
მას შემდეგ რაც ამერიკის პრეზიდენტი, რიჩარდ ნიქსონი ჩინეთში მაო ძედუნს ესტუმრა, უორჰოლმა MAO-ს პორტრეტებზე დაიწყო მუშაობა. ნახატი მან 1973 წელს დახატა. პორტრეტი დაახლოებით 5 მეტრამდე სიმაღლისაა.
SELF-PORTRAIT
უორჰოლმა საკუთარი თავი რამდენჯერმე დახატა. ეს ერთ-ერთია მწვანე, ლურჯ, იისფერ და ყვითელ ნამუშევრებს შორის. ნახატი სიკვდილამდე ერთი წლით ადრეა შესრულებული.
CAMPBELL’S SOUP CANS
აშშ-ში ხელოვნების მთავარ მიმართულებად პოპ-არტი იქცა და ეს 1962 წლის უორჰოლის “კემპბელის სუპის ქილების” დამსახურებით მოხდა. ეს ენდი უორჰოლის საკულტო ნამუშევრია, რომელმაც ღირებულებებისა და ეთიკის შესახებ დებატები წარმოშვა, საბოლოოდ კი უორჰოლი ყველაზე ცნობილ არტისტად აქცია.
MARILYN DIPTYCH
მერლინ მონრო 1962 წლის აგვისტოში გარდაიცვალა. მისი სიკვდილიდან რამდენიმე კვირაში კი, უორჰოლმა მონროს ცნობილი სურათებიდან პოპ-არტის სტილში საკულტო ნამუშევარი შექმნა. ნახატი მერლინის 50 სურათისგან შედგება. კრიტიკოსების აზრით, 25 შავ-თეთრი ფოტო მონროს სიკვდილს გამოხატავს.