ფოტოები: უცნაური და მოსაწყენი ახალი სამყარო, სადაც სმარტფონები აღარ იარსებებს

ადამიანების უმრავლესობას დღეს სმარტფონების გარეშე ცხოვრება თითქმის ვერ წარმოუდგენია. თუმცა, იმისა გასაგებად, თუ რა მოხდება, ერთ დღესაც რომ ჩვენი საყვარელი გაჯეტები გაქრეს, ტელეფონის ფანჯრიდან გადაგდება აღარაა საჭირო. 

ერიკ პიკერსგილი ამერიკელი ფოტოგრაფია, რომელმაც საკმაოდ საინტერესო ფოტოსერია შექმნა.

ფოტოგრაფის ნამუშევრები გვიჩვენებს, თუ როგორი უცნაური და მოსაწყენი იქნებოდა სამყარო სმარტფონების გარეშე. 

ეს პროექტი ერთგვარად იმ სამყაროს დაცინვაც არის, სადაც თანამედროვე ადამიანს უწევს ცხოვრება და მისი ყოველდღიურობის ძირითადი ნაწილი სოციალური ქსელებისა და ინტერნეტის გარეშე ვერ წარმოუდგენია. 

მეგობრებთან ერთად ვეღარ გავერთობით 

ოჯახის წევრებთან დროის გატარებაც გაგვიჭირდება 

სელფების გარეშეც რთულია ცხოვრება 

ვეღარც დასვენებას შევძლებთ 

პატარებიც მოიწყენენ 

სადილიც ჩაგვეშლება