ჯასტინ ტერუ ახალ სერიალში ოჯახთან ერთად ჯუნგლებში გადასახლდება

Leftovers-ის ვარსკვლავმა ჯასტინ ტერუმ ეფლის სტრიმინგ-სერვისთან ოფიციალურად გააფორმა კონტრაქტი და მის ახალ სერიალში Mosquito Coast მთავარ როლს შეასრულებს. 

სერიალის სიუჟეტი ჯასტინის ბიძის, პოლ ტერუს 1986 წელს დაწერილ რომანს ეფუძნება. 

Mosquito Coast მოგვითხრობს კაცზე, რომელსაც ერთადერთი ოცნება აქვს – მიატოვოს ყველაფერი და ოჯახთან ერთად ცივილიზაციისგან შორს, ჯუნგლებში გადაცხოვრდეს. 

როგორც ცნობილია, ამ რომანის სერიალად გადაღება რამდენიმე კომპანიას სურდა, მათ შორის ABC-ის, თუმცა საბოლოოდ უფლებები Apple TV-იმ მოიპოვა. 

შეგახსენებთ, რომ ეფლის სტრიმინგ-სერვისი ოფიციალურად პირველ ნოემბერს გახდება ხელმისაწვდომი.