Tinder-მა აპოკალიფსზე ინტერაქციული სერიალი გადაიღო

მართალია Tinder გაცნობის აპლიკაციაა, თუმცა ეს სულაც არ უშლის ხელს იმას, რომ ნელ-ნელა სტიმინგ-სერვისად ჩამოყალიბდეს და ერთმანეთის გაცნობასთან ერთად ხალხს ახალი სერიალებიც შესთავაზოს. 

აღმოჩნდა, რომ თინდერი თავის სამომავლო გეგმებში ნამდვილად განიხილავს სერიალებსა და სტიმინგ შოუებს, ერთი მათგანი კი უკვე მზადაც აქვთ და მაყურებელს მალე შესთავაზებენ. 

6-ეპიზოდიანი სერიალი Tinder-მა საიდუმლოდ, მექსიკაში გადაიღო და ის აპოკალიფსის შესახებ არის. 

“ახალი შოუები ეს ნაწილია იმ დიდი სტრატეგიული გეგმისა, რომელსაც ვაპირებთ”, – ამბობს თინდერის წარმომადგენელი. 

აღსანიშნავია, რომ ახალ შოუ ინტერაქციულია და აპლიკაციის მომხმარებელს თავად შეეძლება სიუჟეტისა და პერსონაჟების ქმედებების განსაზღვრა. 

თინდერის სერიალი დღის სინათლეს სავარაუდოდ 2020 წელს იხილავს.