ვინ არის მკვლელი? — ნახეთ ჰოლივუდის A კლასის ვარსკვლავები ახალი კრიმინალური დრამის ტრეილერში

27 ნოემბერს კინოეკრანებზე რაიან ჯონსონის ახალი ფილმი Knives Out გამოდის.

კრიმინალური დრამის სიუჟეტი უზარმაზარი ოჯახის მატრიარქის საიდუმლოებით მოცული სიკვდილის გარშემო ვითარდება.

როგორც კრიტიკოსები ამბობენ, ფილმი იმდენად ჩახლართულ და დამაინტრიგებელ სიუჟეტს გვთავაზობს, რომ მაყურებელს ამოსუნთქვის საშუალება არ ექნება.

ჯონსონის ფილმში მთავარ როლებს ჰოლივუდის ისეთი ვარსკვლავები ასრულებენ, როგორებიც არიან: კრის ევანსი, დენიელ კრეიგი, ჯემი ლი კერტისი, მაიკლ შენონი, ტონი კოლეტი, კეტრინ ლენგფორდი, კრისტოფერ პლამერი და სხვები.