კაცმა სასწრაფო დახმარების ძველი მანქანა კომფორტულ სახლად გადააკეთა

ახლა ის დროა, როდესაც ცოტაოდენი მონდომების შემთხვევაშიც კი ნებისმიერი ოცნების ასრულება გაცილებით მარტივია.

ჩვენი ამბის დღევანდელი გმირი წლების წინ ნორმალურ სახლში ცხოვრებაზე ოცნებობდა. სანუკვარი სურვილი კი ოდნავ მოგვიანებით, მაგრამ მაინც აქცია რეალობად. 

მაიკლი უკვე 28 წლის არის და საკუთარი დროის ძირითად ნაწილს ისეთ საქმეებს უთმობს, რომ ირგვლივ ყველას გაოცებას მარტივად ახერხებს.

ნამდვილად შთამბეჭდავია, რადგან მან მოახერხა და სასწრაფო დახმარების მოძველებული მანქანა კომფორტულ სახლად გადააკეთა. 

“ყოველთვის მინდოდა საკუთარი სახლი ამეშენებინა, თუმცა, ამის საშუალება არ მქონდა”, – ამბობს ის. 

ამ ფოტოებში ძველი მანქანის გარდასახვის პროცესია ასახული: 

 

 

 

 

სახლის შერემონტებისთვისა და მოწყობისთვის კაცს 4 თვე დასჭირდა და ახლა ის უკვე საკუთარ, კომფორტულ სახლში ცხოვრობს თავის ძაღლთან ერთად.