რალფ ლორენი Friends-ის 25 წლის აღსანიშნავად რეიჩელის კოლექციას გამოუშვებს

რალფ ლორენი ახალ კოლექციას ლეგენდარული სერიალის Friends 25 წლის იუბილეს მიუძღვნის და რეიჩელ გრინის სტილის შესაბამის ტანისამოსს გამოუშვებს. 

შეგახსენებთ, რომ ჯენიფერ ენისტონის პერსონაჟი რეიჩელი სერიალში სწორედ ლორენის კომპანიაში მუშაობდა. შოუს ერთ-ერთ ეპიზოდში გამოჩნდა თავად რალფ ლორენიც. 

Friends-ის 25 წლის იუბილის აღსანიშნავად ამერიკის მასშტაბით რამდენიმე მნიშვნელოვანი ღონისძიებაა დაგეგმილი.