საქართველოზე გადაღებულმა რეკლამამ ტურიზმის მსოფლიო სამიტზე გაიმარჯვა (ვიდეო)

სათავგადასავლო ტურიზმის მსოფლიო სამიტზე ხმათა უმრავლესობით, საქართველოზე შექმნილმა სარეკლამო რგოლმა გაიმარჯვა. ინფორმაციას ამის შესახებ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი ავრცელებს. 

“ვულოცავ გამარჯვებას ჩვენს ქვეყანას, გუნდს და ყველა იმ ადამიანს ვისაც წვლილი მიუძღვის ამ დიდ და საამაყო საქმეში”, – წერს ფეისბუქზე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი.