ყველაფერი ფრიდა კალოს შესახებ — უცნობი ფაქტები და ფოტოები

ფრიდა კალოს ქმრის, დიეგო რივერას თხოვნით ერთ-ერთი მექსიკელი ფერმწერი ლეგენდარული კალოს 7 ათასამდე ფოტოს საიდუმლოდ ინახებოდა. თუმცა, რამდენიმე წლის წინ ამ სურათებმა დღის სინათლე საბოლოოდ იხილეს. 

გადავწყვიტეთ დღეს მთელი მსოფლიოსთვის საამაყო ფრიდა კალოს შესახებ რამდენიმე საინტერესო ფაქტი მოგვეყოლა და მის უცნობი სურათებიც გვეჩვენებინა თქვენთვის. 

“დავცინი სიკვდილს, რომ მან ის ყველაფერი კარგი არ წამართვას, რაც გამაჩნია”

იცოდით, რომ ბავშვობაში ფრიდა ექიმობაზე ოცნებობდა?

18 წლის ასაკში კი საშინელი ავარიის მსხვერპლი გახდა, მას შემდეგ ის მუდმივად იტანჯებოდა ძლიერი ფიზიკური ტკივილით. 

“ჩემს ცხოვრებაში ორი ავარია იყო: ერთი – როცა ავტობუსი ტრამვაის დაეჯახა და მეორე – დიეგო”

მექსიკის ხმის ეროვნულმა ბიბლიოთეკამ ერთადერთი ხმის ჩანაწერი აღმოაჩინა, რომელიც  1955 წელსაა გამოქვეყნებული, კალოს სიკვდილიდან ზუსტად ერთი წლის შემდეგ.

ხმის ჩანაწერში მხატვარი  რადიო გადაცემაში El Bachiller იყო სტუმრად, სადაც ის თავის ქმარ დიეგო რივერაზე საუბრობდა. 

ფრიდან საკუთარი თავის ხატვა უყვარდა. 143 ნახატიდან 55 სწორედ ავტოპორტრეტია.

1937 წელს ფრიდა ჟურნალი Vogue-სთვის გადაიღეს. მხატვრის სიკვდილიდან თითქმის 60 წლის შემდეგ კი, Vogue Mexico-ში ფრიდას სურათები გამოქვეყნდა.