5-წლიანი პაუზის შემდეგ, რენე ზელვეგერი პირველად ელენის გადაცემაში მივიდა (ვიდეო)

ოსკარის მფლობელი რენე ზელვეგერი 5-წლიანი პაუზის შემდეგ პირველად გამოჩნდა სატელევიზიო შოუში და მის ცხოვრებაზე, კარიერასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. 

როგორც მოსალოდნელი იყო, პაუზის შემდეგ პირველად რენე სწორედ იმ გადაცემაში გამოჩნდა, სადაც ერთ-ერთი ბოლო ინტერვიუ მისცა. 

ელენ დეჯენერესის გადაცემაში სტუმრობის დროს მსახიობმა იმ გამოწვევებზეც ისაუბრა, რაც ჯუდი გარლანდის როლის მორგებასთან დაკავშირებით ჰქონდა. 

შეგახსენებთ, რომ ყველასათვის საყვარელი რენე ზელვეგერი ხანგრძლივი პაუზის შემდეგ დიდ ეკრანს სწორედ ჯუდი გარლანდის შესახებ გადაღებული ბიოგრაფიული ფილმით Judy დაუბრუნდა. 

მსახიობი ეკრანიდან 2010 წელს გაქრა და ამის მიზეზად საჯარო ცხოვრებაში ზედმეტად ჩართულობა დაასახელა. 

6-წლიანი გაუჩინარების შემდეგ რენე კინო და ტელეეკრანს ნელ-ნელა დაუბრუნდა, მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო 2016 წელი, როდესაც მსახიობი საკულტო პერსონაჟს, ბრიჯიტ ჯონსს დაუბრუნდა. 

ამის შემდეგ კიდევ იყო რამდენიმე პროექტი, თუმცა არც ერთი მათგანს დიდი გამოხმაურება არ მოჰყოლია. 

2019 წელი კი შეიძლება ითქვას, რომ რენეს დაბრუნების წელია. ის მთელი თავისი დიდებულებით დაუბრუნდა მაყურებელს და კიდევ ერთხელ შეახსენა ყველას, რომ შეუდარებელი მსახიობია. ამის ყველაზე ნათელი მაგალითი კი კრიტიკოსების მხრიდან მის მიერ განსახიერებული ჯუდი გარლანდის როლია. 

კრიტიკოსები ერთხმად აღიარებენ, რომ რენე 2020 წლის ოსკარზე ქალის როლის საუკეთესოდ შესრულებისთვის ოსკარის ერთ-ერთი მთავარი პრეტენდენტია. ამას მოწმობს ისიც, რომ ტორონტოს საერთაშორისო კინოფესტივალზე Judy-ის პრემიერის შემდეგ მსახიობმა თითქმის 10-წუთიანი ოვაციები დაიმსახურა და საბოლოოდ ატირდა კიდეც