დელფინები თითქმის ყველას უყვარს, თუმცა ბევრმა არ იცის, რომ ბუნებაში ამ ცხოველის კიდევ უფრო საყვარელი ინდივიდები არსებობენ. მაგალითად — ვარდისფერი დელფინები.
თუმცა, სამწუხარო ის არის, რომ ვარდისფერი დელფინები გადაშენების პირას არინ. სწორედ ამიტომ, ყველას გაუხარდა, როდესაც ცნობილი გახდა, რომ იშვიათი სახეობის ვარდისფერმა დელფინმა, ცოტა ხნის წინ შვილი გააჩინა.
დედა-შვილის ამსახველი ვიდეო კი ინტრნეტში გავრცელდა:
დელფინების ეს სახეობა 12 წლის წინ, კაპიტანმა ერიკ რუემ ლუიზიანაში, მდინარისა და ზღვის შესართავთან აღმოაჩინა. მას შემდეგ კაცი დელფინს აკვირდებოდა და მისი ცხოვრების სტილის შესახებ საინტერესო ინფორმაციასაც აგროვებდა.