ამერიკის ხმის ყოფილმა ჟურნალისტმა ნანა საჯაიამ მუშაობა ამერიკის ერთ-ერთ წამყვან და რეიტინგულ ტელევიზიაში Fox News-ში დაიწყო.
სიახლე საკუთარ მეგობრებს ჟურნალისტმა ფეისბუქზე გაუზიარა და თავისი შთამაგონებელი ისტორიაც დაწერა.
“290 აპლიკაცია, უამრავი ინტერვიუ და 31 უარყოფითი პასუხი. საბოლოოდ კი Fox News-ის ვაშინგტონის ბიუროს პოლიტიკის გაშუქების პროდიუსერი ვარ”, – წერს საჯაია.
საკუთარ პოსტში ის მადლობას კიდევ ერთ ქართველ ჟურნალისტს, ნუნუ ჯაფარიძესაც უხდის, რომელიც წლების წინ CNN-ში მუშაობდა, ახლა კი ისიც Fox-ის დიდი გუნდის წევრია.
ნანა საჯაიას მოვალეობაში პირდაპირი ჩართვებისთვის მომზადება, ინფორმაციის გადამოწმება, მიმდინარე თემისთვის თვალის მიდევნება და სხვა მნიშვნელოვანი მოვალეობა შედის.
Fox News-ის სათაო ოფისი ნიუ იორკში, მანჰეტენზე მდებარეობს.