თუ ცხოვრებაში ერთხელ მაინც განგიცდიათ მარცხი, წაქცეულხართ და წამოდგომა გაგჭირვებიათ, იმედი დაგიკარგავთ, ან საერთოდაც ხელი ჩაგიქნევიათ, მაშინ Fuckup Nights Tbilisi სწორედ რომ ზედგამოჭრილი ღონისძიებაა თქვენთვის.
20 სექტემბერს Fuckup Nights Tbilisi ახალი ფორმატით ბრუნდება. ღონისძიება ღვინის ქარხანაში 20:00 საათზე გაიმართება.
რა არის Fuckup Nights?
Fuckup Nights არის გლობალური მოძრაობა და ღონისძიებების სერია, რომელიც გადმოსცემს პროფესიული მარცხის ისტორიებს. თვეში ერთხელ, მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში 3-4 წარმატებული ადამიანი საკუთარ საქმიან წარუმატებლობას ფართო აუდიტორიას უზიარებს. Fuckup Nights მოძრაობა დაიწყო 2012 წელს მექსიკაში და დღეს უკვე მთელი მსოფლიოს მასშტაბით 86 ქვეყანასა და 318 ქალაქში მიმდინარეობს.