კაცმა დაუნის სინდრომიანი გოგო იშვილა, რომელზეც იქამდე 20-მა ოჯახმა თქვა უარი

პატარა ალბას ცხოვრება მას შემდეგ შეიცვალა, რაც 20 ოჯახისგან უარყოფითი პასუხის მიღების შემდეგ, ის მარტოხელა კაცმა იშვილა. 

ლუკა ტრეპნესის ისტორია მას შემდეგ გახდა სოციალურ ქსელებში პოპულარული, რაც მან ინსტაგრამზე მისი და ალბას ისტორიის მოყოლა დაიწყო. 

ლუკამ ალბა 2017 წელს იშვილა, ჯერ კიდევ მაშინ როდესაც ბავშვი 13 დღის იყო და უკვე ოც ოჯახს ჰქონდა ნათქვამი მასზე აური. 

გარდა იმისა, რომ ლუკა ალბას ზრდის, პარალელურად სპეციალურ ცენტრშიც მუშაობს და განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ადამიანებს ეხმარება. 

მიუხედავად იმისა, რომ სოციალური სამსახურები მარტოხელა კაცებისთვის ბავშვის აყვანის თაობაზე განცხადებას ხშირად არ აკმაყოფილებენ, ლუკამ მოახერხა და შეძლო მათი დარწმუნება იმაში, რომ საუკეთესო მამა იქნება. 

ასეც მოხდა, გარდა იმისა, რომ ისინი ახლა ერთი ოჯახი არიან, ლუკამ გადაწყვიტა მათ მამა-შვილობაზე წიგნი დაწეროს და მოყვეს, როგორია იყო გოგოს მამა. 

“მსურს დავამსხვრიო სტერეოტიპები მამობასა და ოჯახზე”, – ამბობს ტრეპნესი ერთ-ერთ რადიო ინტერვიუში.