ნაგოიას მერი საქართველოს რაგბის ნაკრებს ელვის პრესლის სიმღერით მიესალმა (ვიდეო)

დღეს იაპონიაში რაგბის რიგით მეცხრე მსოფლიო ჩემპიონატი იწყება და 2 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება. 

აღნიშნულ ჩემპიონატში მონაწილეობას ქართველო ბორჯღალოსნებიც იღებენ და როგორც მოსალოდნელი იყო, მათდამი სიყვარულმა ამომავალი მზის ქვეყანაშიც ჩააღწია.

ამის დასტური კი ისიც არის, რომ ნაგოიას მერმა საქართველოს ნაკრებისადმი თავისი სიმპათიის გამოსახატად ელვის პრესლის სიმღერა Cant Help Falling in Love შეასრულა და ბორჯღალოსნებს ნაგოიაში კარგი დროის გატარება უსურვა. 

"I can't help falling in love…with the team of Georgia!". The Mayor of Nagoya with one of the great welcome speeches ever ??? #RWC2019

Posted by Rugby World Cup on Thursday, September 19, 2019