ეს პაწაწინა სახლი ბუნების შუაგულში, ინტროვერტებისთვის საუკეთესო ადგილია საცხოვრებლად

 

ეს პაწაწინა სახლი ბუნების შუაგულში, რომელიც ფრანგულმა კომპანიამ Lumicene შექმნა, ინტროვერტებისთვის საუკეთესო ადგილია საცხოვრებლად.

კომპანიის თავდაპირველი და მთავარი მიზანი ადამიანსა და ბუნებას შორის კავშირის აღდგენა იყო.

თანამედროვე ციფრულ სამყაროში ძალიან დავშორდით ბუნების წიაღს, ამიტომ ფლორა-ფაუნასთან მეტი კონტაქტი, მეტი შეხება მნიშვნელოვნად ჩათვალეს Lumicene-ში და შექმნეს სახლი, რომელშიც 2-3 ადამიანი თავისუფლად იცხოვრებს.

კომპანიამ სახლების განსხვავებული დიზაინები შექმნა, თუმცა ყველა მათგანის ფასადი შლის ზღვარს ჩვენსა და გარესამყაროს შორის.