საფრანგეთში სახლის სახურავზე შავი პანტერა იპოვეს (ვიდეო)

BBC-ის ინფორმაციით საფრანგეთის ქალაქ არმანტერში, ერთ-ერთი სახლის სახურავზე არც მეტი, არც ნაკლები შავ პანტერას მიაგნეს. 

პანტერას დანახვის შემდეგ მოსახლეობამ, რა თქმა უნდა, მაშინვე პოლიცია გამოიძახა. სამართალდამცველებმა კი ტერიტორია გადაკეტეს. 

სამართალდამცავებთან ერთად ადგილზე ვეტერინარიც მივიდა და ტერიტორიიდან ცხოველის უსაფრთხოდ გაყვანაზე იზრუნა. შავი პანტერა დააძინეს და სახურავიდან ისე ჩამოიყვანეს.

როგორც გაირკვა, ცხოველი 6 თვისაა და 20 კილოგრამს იწონის.

საბოლოოდ, შავი პანტერა ცხოველთა დაცვის ასოციაციას გადასცეს. მათი თქმით კი ის ტერიტორიაზე ერთ-ერთ მცხოვრებს ჰყავდა მოშინაურებული და გამოეპარა.

Pendant ce temps là sur armentieres…????

Posted by Tof Christianson on Wednesday, September 18, 2019