ჩვენი დროის ერთ-ერთმა ყველაზე წარმატებულმა და პოპულარულმა მუსიკოსმა, ტეილორ სვიფტმა რამდენიმე დღის წინ Rolling Stone-ს ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა.
ყველაზე მაღალანაზღაურებადი მომღერლის ფანებმა ტეილორისა და ჟურნალისტ ბრაიან ჰაიეტის საუბარი უკვე შეაფასეს როგორც მისი ერთ-ერთი ყველაზე გულახდილი ინტერვიუ.
ტეილორმა გულწრფელად ისაუბრა არამხოლოდ მის კარიერასა და სამომავლო გეგმებზე, არამედ იმ გამოცდილებაზეც რომელიც მან წლების განმავლობაში შოუ-ბიზნეში ყოფნის დროს მიიღო.
ინტერვიუსთან ერთად, რა თქმა უნდა, მკითხველმა შეუდარებელი მომღერლის ახალი ფოტოსესიაც იხილა. ერთ-ერთ ფოტოში კი მას ქართველი დიზაინერის, ბალენსიაგას კრეატიული დირექტორის დემნა გვასალიას დიზაინით შექმნილი პერანგი ეცვა.
ეს პერანგი ბალენსიაგას ოფიციალურ საიტზე 1,290 დოლარი ღირს.
გთავაზობთ ტეილორ სვიფტის ფოტოსესიას: