ამ პატარა ზებრას ზოლების მაგივრად წერტილები აქვს (ფოტოები)

კენიაში ფოტოგრაფებმა პატარა, საყვარელი ზებრა გადაიღეს, რომელსაც ზოლების მაგივრად წერტილები აქვს. 

სპეციალისტების განცხადებით, ისინი პირველად წააწყდნენ მსგავს შემთხვევას და მათი აზრით ამ პატარა, უჩვეულო ზებრას მელანიზმი აქვს, თუმცა, რაც ყველაზე მთავარია, ის არაჩვეულებრივად გრძნობს თავს და დედასთან ერთად მშვიდად დაკუნტრუშებს.

მეცნიერების ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ ზებრას შავ-თეთრი ზოლები იცავს ცხოველს აფრიკის სიცხისგან და გაგრილებაში უწყობს ხელს.