მოფარიკავე სანდრო ბაზაძე მსოფლიო თასის გამარჯვებული გახდა

ბულგარეთის ქალაქ პლოვდივში მიმდინარე მსოფლიო თასზე ვაჟთა შორის ხმლით ფარიკაობაში სანდრო ბაზაძემ პირველი ადგილი დაიკავა.   

ქართველმა ფინალში ბრიტანელი ჯეიმს ჰონეიბონი დაამარცხა. მანამდე კი ნახევარფინალში თურქეთის საუკეთესო მოფარიკავეს, ენვერ ილდირიმის შეხვდა და მოიგო.  

გარდა ამისა, 22 სექტემბერს მსოფლიო თასზე კიდევ ერთი ქართველი, ლიკა ჯიჯეიშვილი იასპარეზებს.