თბილისი მეთერთმეტე საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალს უმასპინძლებს

23 სექტემბერიდან 24 ოქტომბრის ჩათვლით თბილისი მე-11 საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალს უმასპინძლებს.

წლევანდელ ფესტივალზე ბრიტანული სეზონის UK/Georgia 2019-ის ფარგლებში ხუთი სპექტაკლი იქნება წარმოდგენილი, ამასთანავე გაიმართება არტ-მარკეტი.

თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი 2009 წელს ქალაქ თბილისის მერიის ინიციატივითა და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით დაფუძნდა. ის ყოველწლიურად სხვადასხვა თეატრალურ დასს მასპინძლობს.

ინფორმაცია პროგრამის შესახებ ხელმისაწვდომია საიტზე: http://www.tbilisiinternational.com/