სვანეთში პირველი თოვლი მოვიდა

სვანეთში, მესტიის მუნიციპალიტეტში თოვლი მოვიდა. ამის შესახებ ინფორმაციას Reginfo.ge ავრცელებს. 

ეს ადგილი ზღვის დონიდან 2200 მეტრზე მდეობარეობს, რაც იმას ნიშნავს, რომ იქ მცხოვრები ადამიანებისთვის მკაცრი ზამთარი სულაც არ არის უცხო და საქართველოს მასშტაბით ერთ-ერთი პირველი სწორედ იქ თოვს ხოლმე. 

გარემოს ეროვნული სააგნეტოს ინფორმაციით კი უამინდობა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე კიდევ რამდენიმე დღის განმავლობაში გაგრძელდება და ტემპერატურაც საგრძნობლად დაიწევს.