ფეისბუქი Ray-Ban-თან ერთად სმარტ სათვალის შექმნას გეგმავს

Facebook აპირებს უახლოეს მომავალში მომხმარებელს გაფართოებული რეალობის სათვალე შესთავაზოს, თუმცა პროექტი იმდენად რთულია, რომ მისი წარმატებით დასრულებისათვის სოციალური ქსელის ხელმძღვანელობამ კომპანია Luxottica-სთან თანამშრომლობა გადაწყვიტა. ეს იტალიური კომპანია ცნობილია ისეთი ბრენდის სათვალეების წარმოებით, როგორიცაა Ray-Ban. 

სათვალე, რომლის შექმნაზეც ფეისბუქი მუშაობს, ცნობილია ორიონის სახელით და როგორც მომუშავე გუნდის ნაწილი ამბობს, შესაძლოა მან მომავალში სმარტფონი ჩაანაცვლოს.

იმ შემთხვევაში თუ ორიონის სათვალეზე მუშობა წარმატებით დასრულდა და მან დღის სინათლე იხილა, მფლობელს შესაძლებლობა ექნება მიიღოს სატელეფონო ზარები, გადახედოს სხვადასხვა ინფორმაციას და ჩაწეროს ვიდეო.

მთავარი სირთულე, რომლის გადალახვა პროექტზე მუშაობის დროს თანამშრომლებს მოუწევთ ხელსაწყოს ისეთ ზომამდე დაყვანაა, რომ მომხმარებელმა მისი გამოყენება შეძლოს.