ჯული ენდრიუსს ამერიკის კინოინსტიტუტი საპატიო ჯილდოს გადასცემს

ამერიკის კინოინსტიტუტის გადაწყვეტილებით ლეგენდარული მსახიობი, ჯული ენდრიუსი კინოში შეტანილი წვლილისთვის საპატიო ჯილდოს მიიღებს. 

დაჯილდოების ცერემონია 2020 წლის 25 აპრილს, ლოს ანჯელესში გაიმართება.

ლეგენდარულ ენდრიუსს ერთი ოსკარი აქვს მიღებული. მსახიობი მონაწილეობდა ისეთ ფილმებში, როგორებიცაა – მერი პოპინსი, მუსიკის ჰანგები, პრინცესას დღიურები და სხვა. 

სხვადასხვა დროს კინოინსტიტუტმა საპატიო ჯილდო გადასცა ისეთ მსახიობებს, როგორებიც არიან: დენზელ ვაშინგტონი, ჯორჯ კლუნი, დაიან კიტონი, ჯეინ ფონდა, შირლი მაკკლეინი და ა.შ. 

ჯილდო 1973 წლიდან გაიცემა.