სალომე დემურიამ Almaty Film Festival-ზე საუკეთესო მსახიობის ჯილდო მიიღო

ქართველმა მსახიობმა, სალომე დემურიამ Almaty Film Festival-ზე, დიმიტრი ცინცაძის ფილმში “ჩაისუნთქე-ამოისუნთქე” შესრულებული მთავარი როლისთვის ჯილდო მიიღო.

ამ როლის შესრულებისთვის დემურიასთვის ეს უკვე მეორე ჯილდოა. მსახიობმა შანხაის საერთაშორისო კინოფესტივალზე ამავე კატეგორიაში გაიმარჯვა, ხოლო ფილმმა საუკეთესო სურათის ნომინაციაში მიიღო ჯილდო. 

“ჩაისუნთქე-ამოისუნთქე” საქართველოს, შვედეთის და რუსეთის კოპროდუქციაა.