ვიკა კალანდია პიტერ ვებერის ახალ ფილმში ითამაშებს

Apple Watch-ის ქართველი სახე, მსახიობი ვიკა კალანდია ბრიტანელი რეჟისორის პიტერ ვებერის ახალ ფილმში ერთ-ერთ მთავარ როლს შეასრულებს. 

ინფორმაცია ამის შესახებ მსახიობმა ფეისბუქზე გაავრცელა, თუმცა არ დაუკონკრეტებია რომელ ფილმში და რა როლი შესთავაზა რეჟისორმა. 

My dearest people, I'm so much full and empowered with your enormous positive feedback, that i can not wait to share the…

Posted by Vika Kalandia on Monday, September 23, 2019

პიტერ ვებერი ცნობილია ისეთი ფილმებით, როგორებიცაა: Girl with a Pearl Earring, Hannibal Rising და Pickpockets.

გარდა ამისა, მას გადაღებული აქვს არაერთი პოპულარული სერიალის რამდენიმე ეპიზოდი, ამჯერად კი ახალ შოუს ნეტფლიქსისთვის იღებს. ამავე შოუში ეპიზოდურ როლს ასრულებს ვიკა კალანდიაც.