და აი, ეს დღეც დადგა! დისნეიმ მილიონობით მაყურებლი გაახარა და ფანებს გასული წლების ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და მაღალშემოსავლიანი ანიმაციის Frozen მეორე ნაწილის ტრეილერი შესთავაზა.
როგორც ხედავთ, დედოფალი ელზა და მისი და – ანა ახალ, ცოტა საშიშ, თუმცა საინტერესო თავგადასავალში ერთვებიან.
ანიმაციური ფილმის პრემიერა 22 ნოემბერს შედგება.