ნახეთ, როგორ ხედავენ ახლომხედველები სამყაროს სათვალის გარეშე (ფოტოები)

ოდესმე დაინტერესებულხართ, თუ როგორ ხედავენ რეალურად ობიექტებს, გარემოს და ადამიანებს ის ხალხი, რომლებიც სათვალეს ატარებენ?!

თუ არა, მაშინ ახლა შანსი გაქვთ უფრო კარგად გაუგოთ ამ ადამიანებს და რამდენიმე წამით თავი მათ ადგილას წარმოიდგინოთ. 

მხატვარმა ფილიპ ბარლოუმ შექმნა ნამუშევრების სერია, რომელზეც ახლომხედველობის მქონე ადამიანების მიერ დანახული სამყარო  ჩანს.

ახლომხედველებისთვის ეს ნახატები, დარწმუნებულები ვართ, საერთოდაც არ არის უცხო. ისინი ხომ გარემოს სათვალისა, თუ ლინზის გარეშე სწორედ ასე ხედავენ.

ფილიპი ჯერ იმ პეიზაჟსა, თუ სიტუაციას უღებს თავდაპირველად სურათს, რისი დახატვაც სურს, შემდგომ კი, ფოტოს აკრილისა, ან ზეთის საღებავებით ნახატად გარდაქმნის.

ესეც თავად ნამუშევრების ავტორი: