თურქეთში, მოკლული ქალების გასახსენებლად, შენობაზე 440 წყვილი ფეხსაცმელი ჩამოკიდეს

ოჯახური ძალადობა ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემაა მსოფლიოში, რომელზეც უმეტესწილად არც მსხვერპლი ქალები და არც მათი გარშემომყოფები არ საუბრობენ. ხშირად ძალადობის ფაქტები ფატალური შედეგით მთავრდება და ქალებს, რომლებიც არც საზოგადოებამ, არც სახელმწიფომ და არც ოჯახმა დაიცვა, კლავენ ქმრები/პარტნიორები. 

440 წყვილი ფეხსაცმელი – 440 მოკლული ქალი ერთი წლის განმავლობაში. თურქეთში, სტამბოლში ოჯახური ძალადობის შედეგად მოკლული ქალების 440 წყვილი ფეხსაცმელი ჩამოკიდეს კედლებზე. 

ეს ყველაფერი თურქმა ხელოვანმა და გრაფიკულმა დიზაინერმა – ვაჰით ტუნამ გააკეთა. მისი მთავარი მიზანი სწორედ საზოგადოებისა და სახელმწიფოს ყურადღების მიქცევა იყო ძალადობის ფაქტებზე. ტუნას აზრით, ქალის ქუსლიანი ფეხსაცმელები ერთი წლის განმავლობაში მომხდარი ფაქტების ვიზუალიზაციის კარგი საშუალება იყო.