ვინ არის გრეტა თუნბერგი — გოგო, რომელმაც მთელი მსოფლიო აალაპარაკა

შვედი ეკოაქტივისტი, 16 წლის გრეტა ტუნბერგი ნიუ-იორკში, კლიმატის ცვლილებებისადმი მიძღვნილ გაეროს სამიტზე სიტყვით გამოვიდა.  

“როგორ ბედავთ თქვენი ფუჭი სიტყვებით ჩემი ბავშვობა და ოცნებები წამართვით!”, — განაცხადა სამიტზე გრეტამ. 

 

ტუნბერგი ნიუ-იორკში, სამიტზე ევროპიდან გემით ჩავიდა.  გაეროს შენობაში მიმდინარე შეხვედრის დროს კი, ეკოაქტივისტისა და დონალდ ტრამპის გზებიც გადაიკვეთა.

2017 წელს შეერთებული შტატები პარიზის კლიმატის ცვლილებების შესახებ ხელშეკრულებას გაეთიშა, ამის მიზეზი კი აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სკეპტიკური დამოკიდებულებაა კლიმატის ცვლილებებისადმი. თუმცა კი, როგორც 2017 წელს ტრამპმა განაცხადა, ეს შეთანხმება საფრთხეს უქმნიდა ქვეყნის სუვერენიტეტსა და ეკონომიკას.

გრეტა ტუნბერგმა  საჯარო გამოსვლები 2018 წლის აგვისტოდან წამოიწყო. ერთი წლის წინ მან ყოველ პარასკევს სკოლის გაცდენა, შვედეთის პარლამენტთან სიარული და ეკოლოგიური მოთხოვნების წამოყენება დაიწყო. გრეტამ თავისი საპროტესტო აქციებითა და მოწოდებებით მსოფლიოს ირგვლივ მილიონობით ბავშვი და თინეიჯერი აიყოლია.

წელს გრეტა ნორვეგიის ერთ-ერთი მემარცხენე პარტიის სამმა წევრმა მშვიდობის დარგში ნობელის პრემიაზე წარადგინა. ამასთანავე, ახალგაზრდა აქტივისტმა გასულ წელს გაეროს კლიმატის სამიტზე სიტყვით გამოსვლაც მოასწრო. ჟურ­ნალ­მა Times-მა კი ის 2018 წლის ერთ-ერთ ყველაზე გავ­ლე­ნი­ან მო­ზარ­დად და­ა­სა­ხე­ლა.