სამუშაო კვირა თითქმის მიიწურა და თუ დაღლილობა ხასიათს გიფუჭებთ, მაშინ თქვენი განწყობის გაუმჯობესებაზე უსაყვარლესი თაგვი, დარიუსი იზრუნებს.
დარიუსი თავისი უჩვეულო ნიჭის გამო მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული შინაური ცხოველი გახდა. უცნაურია, მაგრამ თავისი პატარა თათებით ის ბევრ ადამიანზე უკეთაც კი ხატავს.
თაგვის პატრონი ამელიე ანდერსონი ამბობს, რომ დარიუს სულ რაღაც, 10 წუთი სჭირდება, რომ ახალი ნახატი დახატოს.
“ბავშვობიდან მოყოლებული სახლში ყოველთვის მყავდა თაგვები, რადგან აღმოვაჩინე, რომ ისინი შეუდარებელი შინაური ცხოველები არიან. ვინაიდან, თაგვები სულ 2-3 წელი ცოცხლობენ, სულ ცხრა თაგვი მყოლია და დარიუსიც მათ შორისაა”, — ამბობს ამელიე.
ირკვევა, რომ დარიუსმა ხატვა გასულ წელს დაიწყო და მას შემდეგ ტავისი ახალი ჰობის ერთგული რჩება.