ავსტრალია ის ადგილია, სადაც საყვარელ კოალებსა და სასაცილო კენგურუებს მრავლად ნახავთ, თუმცა ეს ასევე არის ადგილია, სადაც ვერასდროს გაბედავდით ცხოვრებას.
გაინტერესებთ, რატომ? მაშინ დაათვალიერეთ ავსტრალიაში გადაღებული ფოტოები.
ხვლიკები
შეიძლება ზოოპარკში ლამაზი და უცხო ქვეწარმავლები გინახავთ, მაგრამ ის, რასაც ავსტრალიაში შეხვდებით ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბებს. იცოდით, რომ 25 ყველაზე საშიში გველი სწორედ ავსტრალიაში ბინადრობს?
ობობები
ეს ობობა რეალურად სრულიად უწყინარია, არც ადამიანებს ერჩის და არც მისი შხამია სასიკვდილო, მაგრამ მის მსგავსს ძალიან ბევრს წააწყდებით ავსტრალიაში, ეზოებსა და სახლებში.
გველები, გველები და ისევ გველები
თქვენი შეშინება სულაც არ ყოფილა ჩვენი მიზანი, თუმცა… კი, ასეთებიც ხდება.
გიგანტური გირჩები
გირჩი მშვენიერი რამაა – ძაღლს გადაუგდებ, ეთამაშები, ცეცხლის დასანთებადაც გამოიყენებ, მაგრამ ავსტრალიური გირჩიც კი საშიშია. მის ჩამოვარდნას ბევრი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
ნიანგები
ეს პატარა ხორცის ნაჭერი ნამდვილად არაა საკმარისი ამ უშველებელი ნიანგისთვის.
მწერები
ფოთის კოღოებზე ამის შემდეგ ნამდვილად აღარ იწუწუნებთ!
ობობის ქსელით შექმნილი ტყე
რონ უიზლის ნამდვილად გული გაუსკდებოდა ამ ტყეში მოხვედრის შემთხვევაში და რონი არ იქნებოდა ერთადერთი, ვისაც სრული პანიკა მოიცვავდა.
პითონი
პითონით გასეირნებაზე რას იტყოდით?
რვაფეხა
ამ პატარა და ლამაზი რვაფეხას ერთ შეხებასაც კი შეუძლია სიცოცხლე მოგისწრაფოთ