პლასიდო დომინგომ სექსუალურ შევიწროებაში დადანაშაულების შემდეგ მეტროპოლიტენ ოპერა დატოვა

სექსუალურ შევიწროებაში დადანაშაულებულმა საოპერო მომღერალმა პლასიდო დომინგომ ნიუ-იორკის მეტროპოლიტენის ოპერა დატოვა. 

ინფორმაცია ამის შესახებ უკვე დაადასტურა როგორც მომღერლის წარმომადგენელმა, ასევე ოპერის ხელმძღვანელობამ. 

კარიერის განმავლობაში დომინგომ მეტროპოლიტენის ოპერის სეზონი 20-ზე მეტჯერ გახსნა. 

დომინგო სექსუალურ შევიწროებაში პირველად აგვისტოში ცხრა ქალმა დაადანაშაულა.

ბრალმდებლების თქმით, ოპერის მომღერალი მათ სექსუალური ურთიერთობის სანაცვლოდ კარიერულ წინსვლაში დახმარებას ჰპირდებოდა.

თუმცა, ეს არ იყო ბოლო შემთხვევა, როდესაც დომინგოს მისამართით ბრალდებები გაიხსნა. რამედნიმე კვირის წინ კიდევ ათმა ქალმა დასდო ბრალი მომღერალს.

მიუხედავად იმისა, რომ ის ამ დრომდე უარყოფს ბრალდებებს, ოპერის დატოვება მაინც გადაწყვიტა.