ტეხასში, კერძოდ, ქალაქ ოსტინში უსახლკაროებისთვის 3D პრინტერით სახლებს აშენებენ.
სტარტაპი Icon იყენებს პრინტერს სახელად Vulcan II, რომ სახლების საბაზისო სტრუქტურა შეიქმნას. Icon-ს სურს ააშენოს 500 სახლი, 20 ჰექტარის ტერიტორიაზე.
ნელ-ნელა 3D პრინტერის გამოყენება სამშენებლო სექტორშიც ძალიან აქტუალური ხდება, რადგან მისი მეშვეობით მშენებლობა ნაკლებ ხარჯებთანაა დაკავშირებული.